|
2020-02-11 12:35:43, 1346 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი" მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელზეც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ციფრულ სამყაროში პოზიტიური ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ორგანიზაციის „ISOC - საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, აგრეთვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სხვა პროფილური უწყებების წარმომადგენლებმა. „მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარებამ იმატა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და განსაკუთრებით ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ამ სივრცეში არსებობს. ჩვენ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შევიმუშავეთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტ უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „უსაფრთხო ინტერნეტის დღე" 2005 წლიდან ყოველ თებერვლის თვეში აღინიშნება "ინსეიფ/ინჰოუპ" (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)