|
2020-02-11 10:48:17, 1245 ნახვა
სამართალი
სუს-ი წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს უარყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს, რასაც საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ივანეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება უცხოელი ბიზნესმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ბიზნესმენი მიხვდა, რომ აუქციონის ოფიციალური გადასახადის გარდა, დახმარების სანაცვლოდ, თავისი საკუთარი მიზნებისთვის მოთხოვნილი 250 000 ლარის დამატებით მიცემა, შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი, განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ივანეიშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედებოდა ბრალად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)