|
2020-02-10 17:37:14, 1604 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა
8 თებერვალს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გამართა წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიება, გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ავტობუსის მძღოლებისთვის. ღონისძიება გაიმართა კურორტ „საირმეში“, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ „თიმბილდინგის“ ფარგლებში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს კომპაქტ სპორტინგით კურორტის „სასროლეთში“, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული აპარატურით. ღონისძიების ბოლოს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ დააჯილდოვა MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლები, რომლებმაც გაიმარჯვეს ნომინაციებში: ყველაზე უსაფრთხო მძღოლი, მგზავრების მიმართ კეთილგანწყობილი და შრომისმოყვარე მძღოლების. კომპანიამ ასევე დააჯილდოვა სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და უდიდესი წვლილი შეაქვთ აღნიშნულ ორ კომპანიას შორის წარმატებულ თანამშრომლობაში. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ კომპანია MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში. „MAN Truck and Bus SE“ გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი გერმანული კომპანია მსოფლიო ბაზარზე, მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები. დედაქალაქში CNG-ის ტიპის MAN-ის ავტობუსების შემოყვანა 2017 წლიდან დაიწყო და მათი გაშვება სხვადასხვა ხაზზე ეტაპობრივად მოხდა. ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკში 144 ერთეული ახალი 12-მეტრიანი MAN-ის მარკის CNG და 90 ერთეული დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)