|
2020-02-09 16:11:45, 1962 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
"საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა. "„ბრექსიტის" ამოქმედებამდე ჩვენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ, ხელი მოვაწერეთ შეთახმებას და მოვახდინეთ ამ შეთანხმების რატიფიკაცია. ახლა იგივეს ველოდებით ბრიტანეთის მხრიდან. ვფიქრობთ, დაახლოებით 1 თვის ვადაში რატიფიკაცია მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პროცესის დროულად დასრულებას," - განაცხადა გენადი არველეძემ. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)