21:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 12:44:33, 2255 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში სკოლის ორი დირექტორი გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში სკოლის ორი დირექტორი გაათავისუფლეს.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ორი დირექტორის გათავისუფლება არის როგორც ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა, ასევე სკოლის პერსონალის მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ეს არის არამხოლოდ შეზღუდვენი უშუალოდ ქართული ენის სწავლებასთან და ქართულ ენაზე სწავლასთან დაკავშირებით, არამედ სკოლის პერსონალის მიმართ რეპრესიული მოქმედებები. ის რაც ხდება ახალგორში არის, ამ სურათის ნაწილი და გაგრძელება. ამჯერა ორი დირექტორის გათავისუფლებაზეა საუბარი, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს. ეს კიდევ მეტად ამცირებს, რა თქმა უნდა, მოსწავლეების მოტივაციას, მათ შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში, ეს ყველაფერი ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს. ამ ორი დირექტორის გათავისუფლება იქნება კიდევ უფრო მწვავე თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ მომდევნო კვირას ჟენევის თანათავჯდომარეობის ვიზიტისას თბილისში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics