13:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 18:09:36, 2145 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვისა სამინისტროს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს ევროკომისია დადებითად აფასებს

ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების  2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში განხილულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს მიერ როგორც პოლიტიკური, ისე ინსტიტუციონალური კუთხით განხორციელებული რეფორმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადებითად შეფასდა სამინისტროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც დარგის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.

„ანგარიშში საუბარია ისეთ დადებით შედეგებზე, როგორებიცაა ჰაერის პორტალის შექმნა, გარემოსდაცვითი მიმართულებით პოლიტიკის არსებობა, მათ შორის, ტყის კოდექსი, რომელიც სამინისტროში შემუშავდა, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტშია გადაგზავნილი; აკვაკულტურისა და მეთევზეობის მიმართულებით გაუმჯობესებული კანონმდებლობა, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სტრატეგიასა და ფიტოსანიტარიის კუთხით სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც 2020 წელს დამტკიცდება. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ ნარჩენების მართვის მიმართულებით, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვისთვის გადადგა.

ანგარიშში ხაზგასმულია ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა, მათ შორის, EMPARD-ის და EU4Evironment  მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ევროპულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების  და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გაუმჯობესებას“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics