20:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 11:04:45, 1011 ნახვა

საზოგადოება
შუახევში, ENPARD III-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შუახევში, ENPARD III - ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას პროექტის პრეზენტაცია ENPARD III - ის პროექტის ხელმძღვანელმა გია ბიბილეიშვილმა წარუდგინა.

შეხვედრას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, თემის ხელმძღვანელები, თანაშემწეები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ფერმერები და პროექტით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

პროგრამის ENPARD III - ის ფარგლებში შუახევში საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადდა, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერაა დაფინანსებული.

პროექტის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

შუახევში პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მესაქონლეობის სფერო, მერძევეობისა და მეხორცეულის მიმართულებით საგრანტო პროექტების განხრით.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა საგრანტო პროექტი შესაბამის გვერდზე ელექტრონულად 31 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინოს. მთლიანი ბიუჯეტის 40%-ს დაფარავს პროგრამა, ხოლო განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს 60%.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics