13:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 22:15:58, 1987 ნახვა

პოლიტიკა
ადამ კინზინგერი: ჩვენი პოზიციები უნდა გავიაზროთ როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

კონგრესმენ ადამ კინზინგერთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„მთავრობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია გვაკავშირებს, ვიდრე რომელიმე სხვა მხარესთან. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკითხებს, ვმსჯელობთ მათზე, თუმცა, ჩვენი პოზიციები, რომლებიც არსებულ საკითხებს ეხება, არ უნდა გავიაზროთ ისე, როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი. ჩვენ საქართველოს ჩვენი სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოვიაზრებთ და იმედი მაქვს, საქართველოსაც იგივე ექნება სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ამრიგად, აღნიშნული გზავნილები ჩვენი დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე სახის გზავნილები",-ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა  აშშ-ს მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე.​
„იმდენად, რამდენადაც აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულია, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბრები ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და დიდ იმედს გამოვთქვამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედი მაქვს, შეთანხმებასაც ერთობლივად მივაღწევთ. ერთი ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო",-განაცხადა ადამ კინზინგერმა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics