|
2020-02-06 16:47:11, 917 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ გადახდისუუნარობის რეფორმაზე მუშაობა დაასრულა − საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ დღეს დაამტკიცა
იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთ მასშტაბურ რეფორმაზე დაასრულა მუშაობა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გადახდისუუნარობის სფეროში თვისებრივად ახალ, ნოვატორულ მიდგომებს ამკვიდრებს, მთავრობის სხდომას დღეს წარუდგინა ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. რეფორმის მიზანი ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს კომპანიებისა და კრედიტორების ინტერესებს; მისცემს საშუალებას ბიზნესს, ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოიყენოს რეაბილიტაციისათვის საჭირო მექანიზმები, გაკოტრების პროცედურის ნაცვლად. ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის დანერგვა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინვესტიციების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. გადახდისუუნარობის შესახებ არსებული კანონი საკმაოდ მოძველებული იყო. არაერთხელ უსისტემოდ შეტანილმა ცვლილებებმა მექანიზმი საკმაოდ მოუხერხებელი გახადა. გადახდისუუნარობის სფეროს გაუმჯობესების აუცილებლობაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც. მაგალითისთვის, 2016 წელს გახსნილი 41 გადახდისუუნარობის საქმის წარმოებიდან რეაბილიტაციით დასრულდა მხოლოდ 2 საქმე, ხოლო 2017-2018 წლებში რეაბილიტაციის მაჩვენებელი ნულია. რაც შეეხება გასულ წელს, 1-ლი ივნისის მდგომარეობით, გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა 19 სუბიექტის მიმართ და გადახდისუუნარობის რეჟიმად არცერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული რეაბილიტაცია. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უპირატესობას ანიჭებს საწარმოს რეაბილიტაციას გაკოტრების პროცედურასთან მიმართებით. ის ორიენტირებულია, მისცეს პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა ცალკეულ ბიზნესს, რომლებსაც შექმნილი აქვთ ფინანსური სიძნელეები; პარალელურად, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება კრედიტორთა ინტერესების კოლექტიური დაკმაყოფილება. ამისათვის საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უარი თქვა ყველა იმ უსამართლო პრივილეგიაზე, რაც შესაძლებელია, მას ჰქონოდა სხვა კრედიტორებთან შედარებით;
გადახდისუუნარობის რეფორმაზე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში 2016 წლიდან მიმდინარეობს. მანამდე, 2014 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით რამდენიმეჯერ შეფასდა გადახდისუუნარობის არსებული სისტემა. 2014 წელს კვლევა ჩაატარეს გერმანელმა მოსამართლეებმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, 2015 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტმა „მმართველობა განვითარებისათვის“, 2016 წელს კი, გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა. რეფორმაზე მუშაობა საერთაშორისო კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე, პრაქტიკაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით დაიწყო; შეიქმნა სამუშაო ჯგუფი იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების, აგრეთვე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში უშუალოდ ჩართული პრაქტიკოსი იურისტების მონაწილეობით. დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პროექტების (GIZ, USAID, CLDP) ხელშეწყობით კანონპროექტზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჯგუფის მიერ მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა. შესწავლილ იქნა გაერო-ს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) „გადახდისუუნარობის კანონის საკანონმდებლო სახელმძღვანელო“, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „ეფექტიანი გადახდისუუნარობისა და მოვალის და კრედიტორთა უფლებების დაცვის პრინციპები“; ასევე, გერმანიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოთა გადახდისუუნარობის კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები. 2018 წლის ივნისში იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. გაიმართა არაერთი შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც მოწვეულ პირებს მიეცათ საკითხის ირგვლივ შეკითხვების დასმისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა; გამოთქმული წინადადებები კი, პროექტში აისახა. ამავე წელს იუსტიციის სამინისტროს წარედგინა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომელიც „GIZ“-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დასკვნაში მოწონებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და მისი ძირითადი პრინციპები − რეაბილიტაციის უპირატესობა გაკოტრებასთან შედარებით; გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის შემოღება; კრედიტორთა რიგითობის სამართლიანი განსაზღვრა და სხვ. რეგულირების შეფასების დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტი მნიშვნელოვანია კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით და მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ანგარიშში“ საქართველოს რეიტინგის გასაუმჯობესებლად. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)