03:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 11:30:22, 512 ნახვა

საზოგადოება
შვედური ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“ სტატიას - „არ დათმო საქართველო’’ აქვეყნებს

შვედური ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“ სტატიას - „არ დათმო საქართველო’’ აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, 2008 წლის ომსა და ომის შემდგომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ანექსიაზე.

 სტატიის ავტორი რუსეთისადმი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დეესკალაციის პოლიტიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ბოლო დროს რუსეთი გამოკვეთილი ნაბიჯებით განაგრძობს საქართველოს რეგიონების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. ავტორი ევროკავშირს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საკმარისი ძალისხმევა არ არის მიმართული საქართველოს მხარდასაჭერად.

„საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას უჭერს მხარს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 სტატიის ავტორი მოუწოდებს შვედეთის მოსახლეობას და მთავრობას უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რადგანაც ეს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ შვედეთსაც უქმნის.

„რა თქმა უნდა, საქართველოს და უკრაინას ისეთივე თვითგამორკვევის უფლება გააჩნიათ, როგორიც შვედეთს. ეჭვგარეშეა, რომ შვედეთის დამოუკიდებლობა საფრთხეშია, მაშინ როდესაც რუსეთი ცდილობს მუქარისა და ძალადობის გზით გააკონტროლოს მეზობელი ქვეყანა. ეს რომ კარგად გავიგოთ, ამისათვის საკმარისია მხოლოდ რუკას დავხედოთ’’, - წერს ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics