|
2020-02-06 13:51:53, 747 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის - „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანია Galt & Taggart-ი განახორციელებს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი IFC-თან ერთად კვლავ აგრძელებს ადგილობრივ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. ასევე, ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების გაჩენას. ეს არის ჩვენი და IFC -ის რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქცია ადგილობრივ ვალუტაში „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის ფარგლებში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმისათვის რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების საიმედო მხარდამჭერები არიან. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ. IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა განაცხადა, რომ თანამსრომლობა საქართველო ბანკთან ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულის - ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტას. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის მთავარი ხერხემლის - მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზაზე. „ქალ მეწარმეებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ განვითარებადი ბაზრების ეკონომიკურ ზრდაზე. სწორედ ამიტომ ვუწყობთ ხელს ქალებისთვის განათლებაზე და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას,”, - ამის შესახებ Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა შარლოტა კინანმა განაცხადა. „მოხარული ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ბანკის მხარდაჭერა, რამდენადაც იგი აფართოებს ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესის დაკრედიტებას და ხელს უწყობს საქართველოში 2.1 მილიარდი დოლარის ფინანსური დეფიციტის შემცირებას“, - აღნიშნა კინანმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)