|
2020-02-05 16:32:17, 1151 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციამ სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც დღეს 2 ადამიანი გადმოვარდა, სამუშაოები შეაჩერა
„ამ წუთის მდგომარეობით მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევების გამო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შრომითი უსაფრთხოების დაცვა ყველა კომპანიის ვალდებულებაა. „შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევითი სამუშაოები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე. შესაბამისად, ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. ცნობისთვის, დღეს თბილისში, მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)