|
2020-02-05 11:59:07, 863 ნახვა
საზოგადოება
კილაძე ზალკალიანის ვიზიტზე: ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს
„ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ურთიერთობა ახლა ყველაზე მჭიდრო ეტაპზეა. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ჩვენი მოკავშირე, რომელთანაც ურთიერთობის ყველაზე მჭიდრო ეტაპზე ვართ, რაც კი ჰქონია საქართველოს. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა უფიციალური პირი, ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს. მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის განცხადებები, რომელებიც კეთდება ოფიციალური ვასინგტონიდან. ამ ურთიერთობაზე საუბრობდა კელი დეგნანიც“, - განაცხადა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. როგორც ზალაკლიანმა აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებს, მათ შორის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს მაქსიმალურად მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული რეალური სურათის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)