17:55 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 11:32:49, 1210 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

ჩინეთიდან კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ჩამოვიდა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას კორონავირუსზე ტესტს ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარებენ.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ჯამში ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი იმყოფება, რომელბიც ამჟამად დაკვირვების ქვეშ არიან.

„ბოლო პაციენტი შემოყვანილ იქნა დღეს, რომელიც იმყოფებოდა ჩინეთში, მუშაობდა ქალაქ გუანჯოუში. ჩამოსვლისას მას აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება. სულ ამჟამად ჩვენთან 4 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მათგან ერთია ნამყოფი მხოლოდ უჰანში. ამ ოთხიდან ორის ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა გაგზავნილია ჰოლანდიაში, როტერდამში ახალ კორონავირუსზე გამოსაკვლევად, პასუხებს ველოდებით. ჩვენს საავადმყოფოში დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ლუგარის ლაბორატორიას ექნება უკვე სისტემები და ადგილზე შეგვეძლება კორონავირუსის დიაგნოზის დასმა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics