00:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 17:34:13, 1017 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტზე „გრინ რეზორტმა" მშენებლობის ნებართვა მიიღო

კომპანია „გრინ რეზორტმა" ქობულეთის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა. ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში კომპანია პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. აღნიშნული ვილა შოურუმისა და კომპანიის ადგილობრივი ოფისის ფუნქციებს შეასრულებს. იგეგმება კომპლექსის შიდა გზის და კომუნიკაციების სამუშაოების დაწყებაც.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექსის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.

აჭარის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება.

„მწვანე ქალაქის" პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე, აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტი ასევე სავაჭრო ცენტრს,  500 ავტომობილისთვის პარკირებას და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის მოწყობას მოიცავს.

სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა  საერთაშორისო ბრენდის მიერ განხორციელდება. ,,გრინ რეზორტის" მშენებლობისას ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იქნება გამოყენებული. ტერიტორია ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებით, მზის ენერგიის პანელებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics