03:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:54:59, 525 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

რობინზონ ბეგლარიშვილი ახალგაზრდული ფესტივალის ჩემპიონია.

ძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი მანუელ ლომბარდო (manuel Lombardo) ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

„არ ველოდი გულშემატკივართა ასეთ ჩართულობას და დიდი მადლობა მათ. კარგია რომ პირველად ტარდება საქართველოში ასეთი მასშტაბის ღონისძიება. ძლიერი მეტოქე მყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე გამარჯვება“, - განაცხადა რობინზონ ბეგლარიშვილმა.

ფინალურ შეხვედრამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დაამარცხა. ჩემპიონმა სომეხ ტიგრან ბადალიანს (tigran badalyan) აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს (ismayil ibrahimov) და ჰოლანდიელ ლარს კამპფუისს (lars kamphuis) მოუგო , ხოლო ვერცხლის პრიზიორმა ავსტრიელ მარკუს ჰიზბერგერს ( markus hirzberger) ფრანგ მენჟამენ გომესს (benjamin gomes) და ებრაელ ამიტ ბობოვიჩს (amit bobovich) სძლია.

რობინზონ ბეგლარიშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics