|
2020-02-03 15:55:55, 1104 ნახვა
საზოგადოება
თოიძის N14-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი და წერტილოვანი საძირკველი. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული საფრთხე მოიხსნება და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გამაგრების სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ვანანი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 107 145 ლარია. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში პარალელურად, ცხრა მისამართზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)