16:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 11:16:42, 899 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

წყალტუბოში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო. 

ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს.

დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც  2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. 

წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება,  იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადების მიღების პროცესი 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

დევნილი ოჯახები განაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics