16:57 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-02 19:13:19, 1195 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ორი მოქალაქე ჩინეთის პროვინცია უხანიდან საფრანგეთშია ევაკუირებული

საქართველოს ორი მოქალაქე ჩინეთის პროვინცია უხანიდან საფრანგეთშია ევაკუირებული. ისინი ქალაქ ისტრში ფრანგული მხარის სპეციალური თვითმფირნავით ჩაფრინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა საფრანგეთში საქარველოს ვიცე-კონსული. მოქალქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14 დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან. საფრანგეთში საქართველოს საელჩო პირად კავშირზე რჩება როგორც საქართველოს მოქალაეებთან, ასევე ფრანგულ მხარესთან.

ამასთან, თურქეთში მყოფ საქრთველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონა ვირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიდოდის დასრულებამდე

გუშინ, პირველ თებერვალს უხანიდან ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავით ანკარაში ჩაფრინდა საქართველოს 3 მოქალაქე უხანში საკუთარი გადაწყვეტილებით რჩება.

ჩინეთის ტერიტორიტორიაზე საქართველოს 200-მდე მოქალაქე რჩება, რომლებიც დაავადების გავრცელების ზონაში არ იმყოფებიან. თუმცა, ჩინეთში საქართველოს საელჩოს მათთან კომუნიკაცია აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics