|
2020-02-02 16:14:03, 1040 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შეხვედრა
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ ფარგლებში ჩატარდა გასვლითი შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებისათვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცენტრის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეეხვედრა გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისიტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა რომ სამინისტროსა და UNDP - ის თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შემავალი სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, UNDP-თან თანამშრომლობით, ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)