|
2020-02-02 11:35:42, 10734 ნახვა
საზოგადოება
უხანიდან ანკარაში ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე კარანტინს თურქეთში გაივლის
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა. უხანიდან ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავით ანკარაში ჩაფრინდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა დღეს, 2თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უხანიდან ევაკუირებული მოქალაქეები ანკარაში ე.წ. საკარანტინო რეჟიმში ორკვირიან სამედიცინო დაკვირვებას გაივლიან. „საგარეო სამინისტრომ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად პირველივე დღეებიდან დაიწყო მუშაობა საევაკუაციო გეგმაზე, მივმართეთ ყველა პარტნიორ ქვეყანას, ვინც აპირებდა თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას უხანიდან და საბოლოო ჯამში, ჩვენი საელჩოების თურქეთში და საფრანგეთში აქტიური ჩართულობით ეთხოვათ თურქულ და ფრანგულ მხარეებს ევაკუაციაში დახმარების აღმოჩენა. გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, მათ მიმართ დაწესდა ე.წ. საკარანტინო რეჟიმი და გაივლიან ორკვირიან სამედიცინო დაკვირვებას. ასევე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე ამ წუთებში დამატებით ორი მოქალაქის ევაკუირება მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ანალოგიურად ისინი განთავსდებიან სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან საკარანტინო პერიოდს და შემდეგ გამოემგზავრებიან საქართველოში“,- განაცხადა კოსნტანტინიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)