|
2020-02-02 11:21:50, 1143 ნახვა
საზოგადოება
გუდაური კობის მონაკვეთზე 2 დღეა ავტომობილებს გადაადგილება აკრძალული აქვთ
შალვა კერესელიძემ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, უკვე ორი დღეა გადაადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. გზაზე გაჩერებული მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე დაიწყება, რის შემდეგაც ავტომანქანები გზის გაგრძელებას შეძლებენ. ადგილზე არსებულ სიტუაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ზაქრო ხეხელაშვილთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგზავრებს ცხელი საკვები მიუტანეს და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)