16:57 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 14:12:57, 2025 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემოწმების ძირითადი მიზანი, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენაა, რის გამოც შემოწმებისას განსაკუთრებული აქცენტი საცხობებზე (სახაჭაპურეებზე) კეთდება.

„მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასადა რეალიზაციას.

ვინაიდან, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.

უწყების ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics