|
2020-02-01 13:37:15, 2050 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე - მიჰყევით მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს
„გთხოვთ, რომ მიჰყვეთ და მიიღოთ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ის რაც გუშინ გვიან ღამე გავრცელდა, ხმოვანი გზავნილი, მე არ ვიცი ვისი, ერთი ვიცი, რომ ეს ადამიანი არის ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი. ბოდიში, რომ ღია ეთერში ამაზე ვსაუბრობ. არ შეიძლება ამ დაძაბულ პერიოდში მსგავსი განცხადებები, როდესაც მთელი მსოფლიოში, თქვენ კარგად იცით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ჩინეთის ეს ეპიდ აფეტქება როგორ საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობად. ამ დროს ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგენთ, მივეხმაროთ, რომ საზოგადოებაში იყოს ნაკლები პანიკა. საზოგადოება ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეს. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა. ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ, რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს შემდგომ საზოგადოებრივ აზრს და ქვეყანაში უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციისა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. ამიტომ გთხოვთ, რომ მიჰყვეთ და მიიღოთ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან. საქართველოში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არც ერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)