|
2020-01-31 17:23:24, 2641 ნახვა
სამართალი
საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამო, ბრალდება ლევან ხაბეიშვილსაც წარუდგინეს
24 იანვარს, თბილისის საკრებულოში მომხდარ ინიციდენტთან დაკავშირებით, ბრალდება საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსაც წარედგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მას ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. „2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს. მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. თავად ხაბეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესის უკან თბილისის მერი კახა კალაძე დგას, რომელსაც „ძალოვანი უწყებები ეხმარებიან“. „ვულოცავ კახი კალაძეს ძალოვანი უწყებების დახმარებით შედეგს მაინც მიაღწია. მე და ზარქუას თურმე ერთნაირი დაზიანებები გვქონია. ამას ამბობს გამოძიება. აქ რომ პოლიციის შენობაა, ცირკს უფრო ჰგავს. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რამდენად ნორმალურია ის პროცესი, რაშიც ვართ და რამდენად სამართლებრივი. დაგეგმეს პროვოკაცია დაგეგმეს ჯგუფური ძალადობა, დაგეგმეს ლაჩრული თავდასხმა და ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალდება დღეს წარედგინათ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)