|
2020-01-31 15:48:45, 2309 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან
„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან ევაკუასიის შესახებ თანხმობას გამოთქვამენ, ისინი გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან კარანტინის პერიოდს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჩინეთიდან ევაკუაციის სურვილი საქართველოს 4-მა მოქალაქემ გამოთქვა. „სულ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკიდან, რომ აფრინდა თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, ისინი გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში იმ კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა 4-მა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ტურისტი, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ ამ ტურისტების გადმოყვანაც მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)