|
2020-01-31 13:57:24, 2139 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ბიზნესის და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან მზარდი ნდობა საფუძვლად უდევს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოლოდინზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული ბიზნესის და საზოგადოების მხრიდან არსებული ნდობაა. როგორც თურნავამ აღნიშნა, 2019 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 3.8% შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო ზრდა მოსალოდნელზე მაღალი, 5.2% იყო. „მოლოდინზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მზარდი ნდობა ჩვენი ქართული ბიზნესის და ზოგადად ქართული საზოგადოების მხრიდან, რასაც ისინი იჩენენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. სწორედ ეს ნდობა არის, რომელიც საფუძვლად უდევს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად გასული წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართ არსებული სხვადასხვა გამოწვევებისა, ქართული ბიზნესსექტორის ნდობა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ უფრო ძლიერია. „მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოწვევები იყო და ალბათ კიდევ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ძალას შეიძლება სურდეს, თავისი დესტრუქციული დღის წესრიგი მოახვიოს თავს ქართულ ბიზნესს, ნდობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უფრო ძლიერია და არავის აძლევს საშუალებას, რომ ქვეყნის არევა მოხდეს. პირიქით, ჩვენი ბიზნესი ვითარდება სწრაფად და უფრო გაბედულ ნაბიჯებს დგამს", - განაცხადა მან. ასევე ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი იმის ოპტიმიზმს იძლევა, რომ 2020 წელი მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ასევე ძალიან დადებითი იქნება. „იმედი გვაქვს, რომ ამ წელსაც შევძლებთ მოლოდინზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)