|
2020-01-31 13:26:54, 1842 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერი მედალიონით დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს ეწვია. ვახტანგ გომელაური ცენტრის თანამშრომელს, 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერს - სალომე ბასილაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა და მისთვის მოულოდნელად, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა. სალომე ბასილაძე "112“-ში მერვე წელია, ცენტრის გახსნის დღიდან, საპატრულო პოლიციის მიმართულებით მუშაობს. "ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულოა. ამავე დროს, იგი უდიდესი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელო ჩემი პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეების დახმარება", - განაცხადა სალომე ბასილაძემ. დაჯილდოების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112"-ის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრის ხელმძღვანელისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)