|
2020-01-31 13:12:56, 1416 ნახვა
საზოგადოება
ე.წ KГБ ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადმოსვლის ნებას მისცემს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორის მოსახლეობა ე.წ საზღვარზე გადასვლას ორ თვეში ერთხელ შეძლებს - ამის შესახებ „რესი“ წერს. ე.წ კომიტეტში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს, რომლებსაც არ აქვთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით გადმოსვლა შეეძლებათ. როგორც ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი ზომები „უსაფრთხოების საბჭოს“ 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიიღეს. „მითითებული კატეგორიის ადამიანების საქართველოში გამგზავრება ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით. გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ ფუნქციონირებს დილის 8:00 საათიდან 11:00 საათამდე საქართველოს მიმართულებით, ხოლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად 17:00 საათიდან 20:00 საათამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს ჩაკეტა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)