16:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 12:03:00, 1187 ნახვა

საზოგადოება
კუხიანიძე - მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, კობახიძე რატომ არ გააგდეთ, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში

„მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, კობახიძე რატომ არ გააგდეთ, რომელმაც ხალხის მტერი დასვა პარლამენტის სავარძელში“, - ასე მიმართა საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ „ქართულ ოცნებას“.

როგორც კუხიანიძემ აღნიშნა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხაბეიშვილის მიმართ გააკეთეს და ხელით შეეხნენ მას, სრულიად დაუშვებელია.

„ახლა რაც შეეხება აგრესიას, როდესაც ბატონ დოხტორიშვილს სახეში თავი ჩაარტყა რამდენიმე დღის წინ და აგრესიაზე გადმოვიდა, როდესაც გავიდა და ბატონ ზარქუას სახეში გაარტყა, ზარქუას, რომელიც არაფერ შუაში არ არის, ახლა პირდაპირ გეტყვით რა, მე ძალიან გული მწყდება ჩემი ყოფილი გუნდელების გამო, ძალიან მენანებით იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემს მიმართ გააკეთეთ. აქამდე ვიყავი ასე, ხმას არ ვიღებდი, რაღაცა დრო უნდა გასულიყო. სრულიად დაუშვებელია, რაც გააკეთეთ ბატონო ხაბეიშვილის მიმართ. ხელით შეხება დეპუტატზე, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ბოდიში, მაგრამ ვიღაცა მთელს პარტიას ღორებს, რომ გეძახით, მე რომ გავაკრიტიკე ვიღაცა და გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომლემაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics