|
2020-01-30 18:27:14, 1605 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გრძელდება დაცული ტერიტორიების გაფართოება და საერთაშორისო აღიარებების მოპოვება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, მნიშვნელოვნად ფართოვდება დაცული ტერიტორიები, ინერგება კვლევის და აღდგენის მეთოდოლოგიები, ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო აღიარებების მოპოვება. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 70 144 ჰა-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელს დაგეგმილია დაცული ტერიტორიების, მინიმუმ, 100 000 ჰა-ით გაფართოება. გაფართოების პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას. მინისტრის შეფასებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2019 წელი. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოთხი დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს. ამ ტერიტორიების უნიკალურობის მსოფლიო მასშტაბით აღიარება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას და, შესაბამისად, ეკოტურიზმის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)