15:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 18:02:15, 1525 ნახვა

საზოგადოება
დღეისთვის, მოძიებული და დაცულია 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ვაზის ჯიში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენაზე ყურადღება მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე გამახვილა.

იშვიათი ადგილობრივი ვაზის და ხეხილის ჯიშების მოძიების, აღდგენის, შენარჩუნების და კვლევის მიზნით 2019 წელს მეცნიერების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები. დღეისთვის, მოძიებული და დაცულია 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ვაზის ჯიში.

ცხოველთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების კუთხით, 2019 წელს შეიქმნა ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციისა და კახური ღორის სანაშენე ბირთვები, ადგილობრივი ფრინველის (ქათმის) საკოლექციო გუნდი.

ხარისხიანი ნერგით ბაზრის უზრუნველსაყოფად, 2019 წელს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს.

ფერმერების ცოდნის დონის ამაღლების კუთხით 2019 წელს საქართველოს მასშტაბით 87 სოფელში 4350-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ნიადაგების შესწავლის და თემატური რუკების შექმნის კუთხით, 2019 წელს განხორციელებულ საველე და ლაბორატორიული კვლევებზეც გამახვილდა ყურადღება. პროგრამის ფარგლებში შეფასდა ნიადაგის საერთო მდგომარეობა, რომლის მიზანიც ნიადაგის რაციონალური გამოყენება, გაუდაბნოების პროცესის შეჩერება და ეროზირებული ნიადაგის აღდგენაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics