|
2020-01-30 17:24:34, 1279 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
კრწანისის რაიონს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო. ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. „ორთაჭალის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე საბავშვო ბაღი არ ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, კრწანისის რაიონში საბავშვო ბაღების რაოდენობა ყველაზე მცირეა თბილისის სხვა რაიონებთან შედარებით და სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთი ახალი ბაღი უკვე გავხსენით გასული წლის შემოდგომაზე. ორთაჭალის ქუჩაზე ბაღის მშენებლობის დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება და მალე ამ უბანს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი ექნება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ორთაჭალის ქუჩაზე საბავშვო ბაღს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ აშენებს. პროექტის ღირებულება 3 873 000 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)