15:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 17:10:01, 1118 ნახვა

საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდია მის ძმაზე: ცოტნე გააღვიძეს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, თურქ ექიმზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმა, ცოტნე გამსახურდია, რომელიც მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის, ექიმებმა გააღვიძეს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს.

როგორც გამსახურდია წერს, ცოტნე გამსახურდიას მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.

„კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო სტამბოლის აჯიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს”, - წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე დაჭრეს. მას თავდაპირველად, მკურნალობა ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics