|
2020-01-30 16:22:32, 792 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაღებს სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სიმღერათა კრებული გადაეცემა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სპეციალური სიმღერების კრებულის შეტანა იგეგმება. ბაღებში ახალი საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის მიზნით თანამშრომლობის საკითხები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა, სალომე ბარბაქაძემ, ქეთევან პეტრიაშვილმა და მაია გოგოლაძემ მზადყოფნა გამოთქვეს გამართონ სამუშაო შეხვედრა თბილისის ბაღებში მომუშავე მუსიკის პედაგოგებთან კრებულის სააღმზრდელო პროცესში გამოყენების შესახებ და სამომავლოდ, მეთვალყურეობა გაუწიონ მისი დანერგვის პროცესს. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს შეტანას საბავშვო ბაღებში და ასევე ხელს შეუწყობს ბაღების სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვას სმენის დარღვევების მქონე ბავშვების სააღმზრდელო პროცესში ეფექტური ჩართვისა და განვითარებისათვის. ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია 25 იანვარს საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე არის დაფუძნებული და მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)