|
2020-01-30 15:45:15, 891 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა
"საქართველოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუდმივად მართავს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, ლექცია-სემინარებსა და საინფორმაციო შეხვედრებს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ცენტრმა საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა დაასრულა. "2020 წელს დაგეგმილია გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა სკოლებში დაწყებითი საფეხურების მასწავლებლებისთვის. 2019 წელს ცენტრმა დაიწყო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში გადამზადდა 300-მდე მეპაიე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების ჩატარებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)