|
2020-01-30 15:39:06, 760 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო. მინისტრის განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია ახალი მობილური ავტომატური სადგურის შეძენა დასავლეთ საქართველოსთვის, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჰაერის ხარისხის დადგენა სხვადასხვა ლოკაციაზე. „ქვეყნისათვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ორი ახალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადგური დაემატა და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით უკვე 8 ერთეული ავტომატური სადგური ფუნქციონირებს. რაც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების არეალი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)