15:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 12:05:21, 1002 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება

თბილისში, ევროპის მოედანზე განთავსებული „რიყის დოქები“ აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, აღნიშნული ობიექტი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შემოწმდა და მისი საწყისი ფასი, 95 მლნ-ით განისაზღვრა.

„ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა. თავს დროზე საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხები დაიხარჯა მის შექმნაში, ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ვერ იპოვა ფუნქციონალი, არადა ეს ობიექტი ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულშია განთავსებული, ტურისტებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ შევეცადოთ სწორი გამჭვირვალე პრივატიზების გზით ბიზნესთან პარტნიორობაში ვიპოვოთ ამ ობიექტის სწორი გამოყენება, რომელიც ბიზნესისთვისაც სწორი და საინტერესო იქნება.ჩვენი ამოცანაა ბიზნესთან თანამშრომლობით ამ ობიექტს სწორი გამოყენება მოვუძებნოთ. სანამ არ გაიმართება აუქციონი გვიჭირს იმის თქმა, რამდენად ობიექტურია ეს ფასი, რამდენად რელევანტურია ბიზნესის დღევანდელი მოთხოვნების მიმართ. ეს გამოვლინდება აუქციონის დასრულების შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდება დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, „რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, მის მშენებლობაზე კი 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics