08:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 17:13:28, 1468 ნახვა

კომენტარი
გახარია კითხვაზე „წერილი თუ სიხარული?“: სიხარული მნებავს და ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე

„თქვენგან მნებავს სიხარული. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას - „წერილი უნდა თუ სიხარული?“.

პრემიერმა კონგრესმენების წერილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ მწვავე კითხვას უპასუხოს.

„რაც შეეხება კონგრესმენებს, ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ, მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვიასუბროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები, რომლისაც გარწმუნებთ, რომ არასდროს შეგვშინებია, არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics