10:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 16:16:37, 1885 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად რჩება

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარების წარმატება ძლიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის არსებობის გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ბიუროკრატია უნდა იყოს მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიული ხარისხის მატარებელი.

„ეს არის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ღია მმართველობის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას შეიძლება უშლიდეს ხელს. აქ ჩვენ გვაქვს სერიოზული წარმატებები, თუმცა სამუშაოც ძალიან ბევრია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველო როგორც ინსტიტუციური განვითარებით, თუ სხვადასხვა პროცედურებით, ასევე სხვადასხვა ძალზედ ავტორიტეტული რეიტინგების შესაბამისად, ბევრ, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ღია მმართველობის პრინციპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენი კონცენტრირებული შრომის და მუშაობის მიზანი უნდა გახლდეთ  კორუფციასთან ბრძოლა და ეს რა თქმა უნდა, ასე იქნება. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. ეს გახლავთ სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და საგადასახადო სფეროს, საჯარო სერვისების, ისევე, როგორც ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით და საჯარო სამსახურის შესახებ შესაბამისი კანონების ცვლილებები. ეს კანონები უკვე საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მათი იმპლემენტაციის უმრავლესობის ეტაპი დასრულებულია, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ თითოეულ მათგანს შემდგომი განვითარება სჭირდება. ყველა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ გვესმის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის რჩება შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics