21:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 15:50:52, 2834 ნახვა

სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე  ქეთევან ჯაჭვაძის მიერ იქნა მიღებული.

მოსამართლის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ბრალდებული პატიმრობაში რჩება.

სასამართლოს სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ. ადვოკატმა, მამუკა ჭაბეიშვილმა, სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი თხოვნა, პროცესის გადადების შესახებ, ბრალდებულთან პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, არ დაკმაყოფილდა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 10 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშილს და ზურაბ ადეიშვილს, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირების მიმათ უფლება მოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics