|
2020-01-29 14:22:24, 1472 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით თალაკვაძე, მდინარაძე და ვოლსკი საშიშროებას ხედავენ, რომ ამ საქმეს გადაყვებიან
„მდინარაძე, თალაკვაძე და ვოლსკი რასაც იძახიან გასაგებია, მათ არ აწყობთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ამ საქმეს თავად გადაყვებიან“, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაშალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაჩალიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქმეში ყველა დამოუკიდებელი დეპუტატი, გაერთიანებული ოპოზიცია და ქვეყნის მოსახლეობა მხარს დაუჭერს. „რასაც მდინარაძე, თალაკვაძე და ვოლსკი იძახის სრულიად გასაგებია, მათ არ უნდათ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ისინი ხედავენ იმ საშიშროებას, რომ ამ საქმეს გადაყვებიან. გასაგებია რასაც იძახიან, მაგრამ მაგით ხომ არ მთავრდება ქვეყანა და ხელისუფლება? მაგით ხომ არ მთავრდება ქართველი ხალხის ბედი? ვინ ჩემი ფეხები არიან ეს ნაძირლები და გახრწნილი ადამიანები? ისინი იძახიან, რომ არ არის საჭიროება, მაგრამ როგორ არ არის. ყველა იმ დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომლებიც სიაში წავიკითხე. იმ გაერთიანებული ოპოზიციის და პარალელურად მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი მაქვს. მდინარაძე. თალაკვაძე და ვოლსკი, ეს გაუნათლებელი, დებილი, დეგენერატები რას იძახიან ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსნებეთ, რომ პროკურატურამ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოკლულის ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)