10:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 11:10:51, 1155 ნახვა

პოლიტიკა
რესპუბლიკელი კონგრესმენი - ქართველი ხალხის ხარჯზე მარიონეტი ივანიშვილი მდიდრდება

“ ქართველი ხალხის ხარჯზე  მარიონეტი ივანიშვილი უფრო მეტად მდიდრდება“,-ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოლსონმა აღნიშნა, რომ ის ქართველ ხალხს მხარს უჭერს. ის მოუწოდებს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის თავისუფლებას.

„რა საერთო აქვს ოსკარ გრაუჩსა და ბიძინა ივანიშვილს? ისინი ორივე მარიონეტები არიან, რომლებმაც თავისი სახლები ააოხრეს. ბიძინა ივანიშვილი უცხოურ ინვესტიციებს თავს დაესხა და ადამიანის ძირითადი უფლებები დაარღვია. კომპანია  „ფოლადმა“ საქართველოში შექმნა უამრავი სამუშაო ადგილი და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ხელისუფლებამ კომპანიას აღჭურვილობა არ წაართვა.

ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ დღეს ის საქართველოს ნავთობს აკონტროლებს. ქართველი ხალხის ხარჯზე კი მარიონეტი ივანიშვილი უფრო მეტად მდიდრდება.

დროა გამოვფხიზლდეთ, შემომიერთდით და მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფლებას“,-განაცხადა პიტ ოლსონმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics