14:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 10:44:59, 878 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს,  პეტერ მიკისკას და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  საქართველოში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებების განვითარებას.

როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, საქართველო ჩეხეთის საიმედო პარტნიორია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის კუთხით, კერძოდ, ახალი დაცული ტერიტორიების იდენტიფიკაციის, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის განვითარების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები - ნინო თანდილაშვილი და ხატია წილოსანი, ასევე სამინისტროს  შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics