13:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 15:36:20, 1428 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი” დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

„ნარჩენების მართვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ,  აღნიშნული კონკურსი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას და ქვეყანაში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას. სამინისტრო ყოველთვის იქნება ისეთი პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი” ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდა.  

2019 წლის კონკურსის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

  • „სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი
  • „სუფთა ქალაქი“ - ქ. ზუგდიდი
  • „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
  • „სუფთა სოფელი“ - ორსანტია  (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • „ლამაზი აივანი“ - ქ. მცხეთა  ლილი კაპანაძე სახლის აივანი
  • „სუფთა ქუჩა“ ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა
  • „საწარმოს ლამაზი ეზო“ - ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო
  • „ლამაზი ეზო" - ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო

დაჯილდოების  ღონისძიებას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, საქართველოს პარლამეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით  გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics