10:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 14:32:11, 1618 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზეც გაამახვილა და SNGP - ის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამხედრო განათლების სფეროში იტალიის წვლილს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics