|
2020-01-28 12:50:03, 2000 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს
„მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის ბოლო მიღწევა დაკავშირებულია ბაზრის დარეგულირებასთან, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 მაისს ათმა მსხვილმა ინდუსტრიულმა მომხმარებელმა მიიღო წვდომა ელექტროენერგიის ღია ბაზარზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020 - ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისინტრის თქმით, ეს ნაბიჯი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრირებულ მეწარმეებს, ელექტროენერგია საბაზრო ფასით შეიძინონ. „თუ ასეთი მომხმარებლები ადრე ელექტროენერგიას ყიდულობდნენ ფიქსირებულ ფასად, რეფორმა საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ საჭირო ელექტროენერგია თავისუფალი საბაზრო ფასებით“, - აღნიშნა მინისტრმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დერეგულირების მეორე ეტაპი 2021 წლისთვის დასრულდება. „ველოდებით, რომ ამ დროისთვის დერეგულაცია შეეხება ბაზრის 50%-ს. დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, მთავრობა ყველა მომხმარებელს დაეხმარება, რომ გადალახოს გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ბაზრის გახსნის პირველ ეტაპზე წარმოიშვას. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, შემცირდება საცალო მომხმარებლების ტარიფით ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დამცავი მექანიზმები შექმნას მეწარმე მომხმარებლის და მცირე ბიზნესის დასახმარებლად. „ამასთან, ეს რეფორმა კარგი მოტივაცია იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაში საქართველოს მაგენერირებელ შესაძლებლობებში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)