|
2020-01-27 16:41:01, 1820 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ქვეყანაში დესტაბილიზაციის ასარიდებლად საუკეთესოა შერეული სისტემა, მთავარია არ დავუშვათ ხმების გაყალბება
„დესტაბილიზაციის, სტაბილურობის შერყევის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო ვერსია შერეული სისტემაა, მთავარია არ დავუშვათ ხმების გაყალბება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო ენა უნდა მონახონ. „ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია სწორია, რაც გულისხმობს ქვეყნის დესტაბილიზაციის, სტაბილურობის შერყევის თავიდან არიდებას. საუკეთესო ვერსია ამისთვის შერეული სისტემაა, რომელიც ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მთავარია, არ დავუშვათ გაყალბება, ის, რასაც ჩვენ არაერთხელ მოვესწარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. ვფიქრობ, ეს არ განმეორდება. სისტემა როგორი იქნება, რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მაინც კარგი იქნება, პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო ენა მოძებნონ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც სენატორიც საუბრობს“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)