|
2020-01-27 16:34:17, 1799 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - თუ შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა
„თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკვაძის თქმით, ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანია, რომლის მთავარი პროკურორობის დროს, არა-ერთი საქმე იქნა გამოძიებული დროულად და ეფექტურად. „მოგეხსენებათ, რომ კანდიდატურის შერჩევაზე პასუხისმგებელია საბჭო. ეს პროცესი არის გაწერილი კანონით, ჩატარდა კონკურსი და , ჩვენ პარლამენტში ველოდებით კონკურსის შედეგად წარმოდგენილ კანდიდატურას, რომელსაც შემდგომში განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი. ირაკლი შოთაძე, ეს არის ადამიანი, ვისი მთავარი პროკურურობის დროსაც პროკურატურამ არა ერთი საქმე გამოიძია, ეფექტურად, სწრაფად და დროულად. ვფიქრობ, ის იყო ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი ამ უწყების და შემდეგაც, როდესაც ერთ-ერთი გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულებს, გარდაცვლილთა მშობლებს და სახელმწიფოს ჰქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და აჩვენა ყველას, რომ მისთვის არის მთავარი მორალური ღირებულებები და არა თანამდებობა. სწორედ ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თუ მისი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)