13:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 14:03:58, 1471 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის იურიდიულ კლინიკაში „ჩემი ადვოკატი“ 2019 წელის განმავლობაში 18 000-მდე მომართვა დაფიქსირდა

2019 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის  იურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მოქალაქეებს  17 471 კონსულტაცია გაუწია, რაც წინა წლის კონსულტაციების რაოდენობას 2,6%-ით აღემატება.

ორგანიზაცია თბილისის მასშტაბით ყველა რაიონულ გამგეობაშია განაწილებული და მოსახლეობას, საცხოვრებელთან ახლო, უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, მომართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისანში  - 2 693, სამგორში - 2 310  გლდანში -2 113 და ნაძალადევში - 1942. გაწეული კონსულტაციების თემატიკის მიხედვით, მოქალაქეთა ყველაზე მეტი მომართვა სოციალურ საკითხებზე, უძრავი ქონების, სასარჩელო და სახელშეკრულებო დავებზე მოდის. რაც შეეხება ორგანიზაციის დისტანციურ კონსულტაციას, 2019 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე მომართვიანობამ  9 561 ზარი შეადგინა.

იურიდიულ კლინიკაში, 2019 წელს, პრაქტიკული საგანმანათლებლო კურსი  300-მდე სტუდენტმა გაიარა. ორგანიზაცია ორიენტირებულია  სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. სტუდენტები პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის დროს, თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ, ერთვებიან მოქალაქეების რეალური პრობლემების გადაწყვეტაში, ადგენენ დოკუმენტებს და ახორციელებენ სასამართლო წარმომადგენლობას. ამ საქმიანობით კი, საადვოკატო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს იძენენ.

„ჩემი ადვოკატი“ თბილისის მერიის პროექტია, რომელიც თბილისის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში. ორგანიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობს და მოქალაქეებს დახმარებას უწევს როგორც სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე წარმომადგენლობას უწევს სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics